საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა

მედია და საზოგადოება 17 ოქტომბერი 2022
პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითმა კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.


სხდომაზე დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მოსაზრებები და ანალიზი მოისმინეს, რომლებიც სამშვიდობო პროცესების განვითარებაში არიან ჩართული.


„მათი შეხედულებების და მოსაზრებების გაცნობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომისია უახლოეს პერიოდში ფიქრობს, რომ ჩამოაყალიბოს გაერთიანებული და სასურველია, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი წინადადებები, რომლებიც სახელმწიფო სტრატეგიაში იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.


კომისიის სხდომის მუშაობაში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მონაწილეობდა.