საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გედევან ფოფხაძე გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 31 ოქტომბერი 2014
გედევან ფოფხაძე გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, კარინ შტრენცს შეხვდა.

გედევან ფოფხაძემ კარინ შტრენცს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობა გააცნო. „ვისაუბრეთ საპატიმროებში არსებულ ვითარებაზე, ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე, ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებზე“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და ოჯახური ძალადობის საკითხებსაც შეეხო.

„ეს ერთ-ერთი ბოლო გამოწვევაა დღეს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საქართველოში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, ჩვენი კომიტეტის მხრიდან ღია და თანმიმდევრული მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შეხვედრაზე საპარლამენტო დონეზე ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.