საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფს შეხვდნენ

09 Jul 2019
ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფს შეხვდნენ

პარლამენტის წევრებმა, ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ, სამუშაო შეხვედრა გამართეს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფთან, საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტის განსახილველად.

დამოუკიდებელ იურისტთა მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის მიზანია სასამართლოში არსებული კრიზისული ვითარების შეფასება; მისი შესწავლის მიზნით ფართო სახელისუფლებო და საზოგადოებრივი ჯგუფის შექმნა, რომელიც არსებული ვითარების გაჯანსაღების გეგმას წარმოადგენს; წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, საკანონმდებლო ღონისძიებების განხირციელება კლანური მმართველობის დასრულების და სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

რეზოლუციის პროექტს მხარს უჭერენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები.