
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ენძელა მაჭავარიანი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კლინიკის“ კურსის ხელმძღვანელს, საერთაშორისო სამართლის პროფესორს, სტივენ შნიბაუმს და უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე უცხოელი სტუმრები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით და დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობით დაინტერესდნენ.
პარლამენტის წევრმა სტუმრებს ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება გააცო და როგორც ყოფილმა ჟურნალისტმა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების თაობაზე საზოგადოებისთვის ინფორმირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. სტივენ შნიბაუმმა პარლამენტის წევრს მადლობა გადაუხადა აღნიშნული შეხვედრის გამართვისთვის და სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრაზე უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა პარლამენტის სასახლე და პლენარული სხდომათა დარბაზი დაათვალიერეს.