საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი ბეგაძე თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 18 მარტი 2019
გიორგი ბეგაძე თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის შესახებ კანონმდებლობას, ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დედაქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების პერსპექტივაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. 

შეხვედრაში მონაწილეობდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, ნინო მაღრაძე.