
საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია დღეს ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელს, ანალიტიკოს ალან პარფიტს შეხვდა.
ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ სტუმარს ფრაქციის ხედვა გააცნო საქართველო-რუსეთის სამომავლო ურთიერთობებთან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ფრაქციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გამოსავალი მხოლოდ მოლაპარაკებების წარმართვაშია.
„თუ ჩვენ არ შეგვიძლია ძალისმიერი მეთოდით დავამარცხოთ ოკუპანტი, მაშინ უნდა გადავინაცვლოთ დიპლომატიის ფორმატში და ვაწარმოოთ დიალოგი“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები მარგარეტ ბელოფი და სოფიო ბერიშვილი.