საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს რან გიდორს შეხვდა

მედია და საზოგადოება 15 ივლისი 2020
ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს რან გიდორს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

„ისრაელთან ჩვენ უნიკალური მეგობრობის ისტორია გვაქვს, დიდი ტრადიციებით. ბოლო წლებში განსაკუთრებით გამოირჩევა ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა, მათ შორის უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებში. დღეს ბატონ რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა. გავცვალეთ ინფორმაციები და ვისაუბრეთ ჩვენი მომავალი თანამშრომლობის შესახებ. ელჩი დაინტერესდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკით. ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა არის გამორჩეული. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო დონეზე ურთიერთობას, როგორც ეს ტრადიციულად ახასიათებს ჩვენს ერებს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.