საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი სესიაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 22 ივლისი 2019
ირაკლი სესიაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანთა უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების ატაშესთან, ივონ გოგოლთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს პარლამენტის ახალი რეგლამენტის ის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო საქმიანობა გაიზარდა და ახალ ეტაპზე გადავიდა.

ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობაც მიმოიხილა და თავდაცვის სამინისტროსთან ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებით ევროპული სტანდარტების გაცნობა და წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ხდება.

ივონ გოგოლმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობის და აქტიური კომუნიკაციის ინიციატივა გამოთქვა.