საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირმა ინაშვილი შვედეთის ელჩს ულრიკ ტიდისტრომს შეხვდა

27 მაისი 2019
ირმა ინაშვილი შვედეთის ელჩს ულრიკ ტიდისტრომს შეხვდა

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრი, ირმა ინაშვილი საქართველოში შვედეთის ელჩს ულრიკ ტიდისტრომს შეხვდა.

საუბრის თემა იყო ქვეყნების შორის მრავალმხრივი ურთიერთობა და საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა. ისაუბრეს შვედეთის გამოცდილების გაზიარებაზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა ქვეყნის სამხედრო მიუმხრობლობა, რაც, ირმა ინაშვილის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ისეთი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით და შეჯერებით, როგორიცაა ავსტრია, შვედეთი, ფინეთი, შვეიცარია, შეიძლება იყოს გამოძებნილი ის უნიკალური მოდელი, რომელიც საქართველოსთვის იქნება მისაღები და რომელიც ჩვენს ქვეყანას დაეხმარება ევროკავშირთან სრულ ინტეგრაციაში.