საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირმა ინაშვილი შვეიცარიის ელჩს პატრიკ ფრანზენს შეხვდა

27 მაისი 2019
ირმა ინაშვილი შვეიცარიის ელჩს პატრიკ ფრანზენს შეხვდა

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრი, ირმა ინაშვილი დღეს საქართველოში შვეიცარიის ელჩს პატრიკ ფრანზენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის პარტნიორობის შესახებ. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შვეიცარია, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და როგორც რუსეთის ინტერესების დამცველი საქართველოში და საქართველოს ინტერესების დამცველი რუსეთში, ემხრობა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და მოლაპარაკებების ფორმატს.

ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა შვეიცარიის ექსპერტებთან შეხვედრა და მათი გამოცდილების გაზიარება, როგორც საექსპერტო, ასევე საკანონმდებლო დონეზე.