საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ჩინეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 09 მარტი 2015
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ჩინეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო-ჩინეთის ახალი ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ჩინეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ და ჩინეთის რამოდენიმე უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე. დეკემბერში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით საგანელიძის  ვიზიტისას  შედგა შეთანხმება, რომ რამდენიმე მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდოდნენ საქართველოში, რათა საქმიანი ურთიერთობა დაამყარონ კონკრეტულ ქართულ კომპანიებთან, რომელთა მიმართაც მათ ინტერესი გამოთქვეს.

თოთხმეტკაციან ჩინურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა  ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ცენტრის გენერალური დირექტორი ჰუ იანქსონი, რომელიც ჩინეთის ეკონომიკური განვითარებისა და ექსპორტის წახალისებაზე მუშაობს.  დავით საგანელიძის შეფასებით  „ასეთი ურთიერთობა ქართული მხარისთვის მომგებიანი და საინტერესო  იქნება, ეს კარგი საშუალებაა ახალი ინვესტიციების შემოსვლისათვის“.

ჩინელი სტუმრები ორი დღის განმავლობაში  სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს და კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.