საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მანანა კობახიძე და თედო ჯაფარიძე პედრო აგრამუნტს და ვოიცეხ სავიცკის შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 27 იანვარი 2016
მანანა კობახიძე  და  თედო ჯაფარიძე პედრო აგრამუნტს და ვოიცეხ სავიცკის შეხვდნენ

სტრასბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს და ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკის შეხვდნენ.

შეხვედრა ორმხრივ თანამშრომლობის საკითხებს შეეხო და აზრთა ურთიერთ გაცვლის რეჟიმში წარიმართა. საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ასამბლეის სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას იღებენ საკომიტეტო ხსდომებში , ასევე შეხვედრებს მართავენ პოლიტიკური ჯგუფის წევრებთან.

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ასამბლეის სხდომები 25 - 29 იანვარს გაიმართება.