
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის აუდიტის ქვეკომიტეტის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგსა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, საბიუჯეტო ოფისსა და აუდიტის სამსახურს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე, მათ შორის, ბიუჯეტის თანხების ხარჯვის კონტროლის ეფექტურობაზე მეტი გამჭვირვალობის კუთხით.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის თანამშრომლობა. GIZ-ი არის ამ პროექტის მხარდამჭერი და ვფიქრობთ, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტშიც გავაგრძელოთ მჭიდრო ურთიერთობა გერმანიის ბუნდესტაგთან ამ მიმართულებით ჩვენი პარლამენტის საქმიანობის სრულყოფისთვის და აუდიტის სამსახურის საქმიანობის უფრო მეტი ეფექტურობისთვის“, - განაცხადა მანანა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.