საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მიხეილ ყაველაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა

სპორტის კომიტეტი 17 ივლისი 2018
მიხეილ ყაველაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა. 

მიხეილ ყაველაშვილმა და ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრეს თუ რა ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში. გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც დევნილი ბავშვების წინაშე დგას, კერძოდ, სპორტის ხელმისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის თაობაზე და დასახეს ამ პრობლემების მოგვარების გზები. საუბარი შეეხო სპორტის კანონს, რომლის შემუშავებაშიც აფხაზეთის მთავრობაც ჩაერთვება. შეხვედრაზე ასევე, იმსჯელეს სპორტის სტრატეგიაზე, რომლის შემუშავებაც ჩვენი ქვეყნის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად იგეგმება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი, პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.