
პაატა კიკნაველიძე ბაღდათის სასწავლო დაწესებულებების მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდა და მათ საკანონმდებლო ორგანოს ძირითად ფუნქციაზე, მნიშვნელობაზე და საქმიანობაზე ესაუბრა. მაჟორიტარმა დეპუტატმა ახალგაზრდებს საკანონმდებლო პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, პარლამენტის სტრუქტურა, ფუნქციები და ის საკანონმდებლო ბაზა გააცნო, რითაც პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები განისაზღვრება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მოსწავლეებს კომიტეტის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა და კანონპროექტის განხილვა-მიღების ეტაპები გააცნო.
შეხვედრის დროს, დეპუტატმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, სადაც სამართლის სფეროში არსებულ ინსტიტუტებზე, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე გამახვილდა ყურადღება. დეპუტატმა ახალგაზრდებს წარმატებული კარიერის მისაღწევად რჩევები მისცა და მათ წარმატებები უსურვა.