საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ფრიდონ საყვარელიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 04 ივლისი 2016
ფრიდონ საყვარელიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ფრიდონ საყვარელიძემ დღეს საქმიანი სადილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან დარკო პაიოვიჩთან და მის მრჩეველებთან გამართა. 

მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ფრიდონ საყვარელიძის თქმით, მნიშვნელოვანია დარკო პაიოვიჩის, როგორც მონტენეგროს პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარის, აქტიური ჩართულობა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში.

დარკო პაიოვიჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს. მისი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მონტენეგროს არ დაავიწყდება, რაც საქართველომ მისი ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობისთვის გააკეთა.

საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.