საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თედო ჯაფარიძე ამირ ვეისბროდს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 04 აპრილი 2016
თედო ჯაფარიძე ამირ ვეისბროდს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ, შეხვედრა გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის ბიუროსა და პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელთან, ამირ ვეისბროდთან. შეხვედრას ასევე, ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუკსი ესწრებოდა.

შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს, მათ შორის, სიტუაციის ესკალაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს და თურქეთსა და რუსეთს შორის. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს გლობალური პრობლემების ჭრილში ახლო აღმოსავლეთის თემატიკაზეც.

თედო ჯაფარიძემ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საუდის არაბეთსა და კუვეიტში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს სირიის, ირანის და სხვა რეგიონალური მნიშვნელობის საკითხები.