საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე კავკასიოლოგიის ინსტიტუტის კავკასიელ სტუდენტებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 11 თებერვალი 2015
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე კავკასიოლოგიის ინსტიტუტის კავკასიელ სტუდენტებს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა კიკნაველიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის კავკასიელ სტუდენტებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე ქართველ და კავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და სხვა სფეროებში არსებული კავშირების გამყარებასა და საზოგადოებრივი ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა კავკასიის რეგიონის სტუდენტების მიერ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების ხელშეწყობასა და არსებულ პრობლემურ საკითხების მნიშვნელობაზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტში იბერიულ–კავკასიური (ქართველური და მთის კავკასიური) ენები, კავკასიის სხვადასხვა ხალხის ისტორია არქეოლოგია, ეთნოლოგია, კავკასიის ხალხთა ტრადიციული და თანამედროვე კულტურა, ანთროპოლოგია, გეოპოლიტიკა და რეგიონალიზაცია შეისწავლება.