საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 20 იანვარი 2016
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე დღეს თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. შეხვედრა ელჩის მოთხოვნით გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების ყველა მიმართულებას. მხარეებმა ერთმანეთს შეხედულებები გაუზიარეს. 

როგორც ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, თურქეთი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და აქედან გამომდინარე, ერთობლივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს, რომლებიც ერთობლივ განსჯას მოითხოვს. შეხვედრაზე ელჩის მხრიდან დაისვა ინიციატივა, რომ ქართველმა და თურქმა დეპუტატებმა ერთობლივი საკომიტეტო მოსმენა ჩაატარონ ბათუმში ან სტამბოლში, რასაც ზურაბ ტყემალაძემ მხარი დაუჭირა. 

შეხვედრაში ასევე, პარლამენტის წევრი, გიორგი თოფაძეც მონაწილეობდა.