
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიროსლავ კრეიჩა დაკომიტეტის სხვა წევრები საქართველოში მრეწველობის დარგებით, მათი განვითარების ტემპებითა და პერსპექტივებით დაინტერესდნენ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ზურაბ ტყემალაძესთან და კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას.
ზურაბ ტყემალაძე ჩეხ სტუმრებს საქართველოში მრეწველობის განვითარების ძირითად მიმართულებებზე და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. დეტალურად ისაუბრა ამ სფეროში არსებული პრობლემებისა და წარმატებების შესახებ, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ პროგრამაზე „დაამზადე საქართველოში“, ასევე იმ სოციალურ პროექტებზე, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს ჯანდაცვისა თუ განათლების სფეროში. მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა დარგებში ქართულ-ჩეხური თანამშრომლობის პერსპექტივებზე.