საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე აზერბაიჯანულ დელეგაციას შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 15 მარტი 2016
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე აზერბაიჯანულ დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ზურაბ ტყემალაძესა და აზერბაიჯანელების მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარეს, ასიფ კურბანს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-აზერბაიჯანული პარტნიორობის შესახებ ეერგეტიკის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში. ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც აზერბაიჯანული სოფლების მოსახლეობას აწუხებს.

ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და ცდილობს ეტაპობრივად დაძლიოს ყველა მათ წინაშე მდგარი პრობლემა. მხარეებმა წუხილი გამოთქვეს სამი დღის წინ თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ალი მამედოვი, ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, ჰაგანი გაიბლი, საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდების კავშირის ხელმძღვანელი, ლეილა მამედოვა.