საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ქალაქ ბრისტოლის ბიზნესდელეგაციას შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 24 ოქტომბერი 2014
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ქალაქ ბრისტოლის ბიზნესდელეგაციას შეხვდა

თბილისის დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ბიზნესწრეების წარმომადგენლები დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სტუმრობდნენ. ბრიტანელი სტუმრები დაინტერესდნენ საქართვლოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ბაზით, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის ტენდენციებით, საქართველოს პარლამენტის და კონკრეტულად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობით.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ, კომიტეტის წევრებმა თეიმურაზ მაისურაძემ და პაატა კვიჟინაძემ ამომწურავად უპასუხეს მათ შეკითხვებს. ისაუბრეს მომავალში საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაზე.