საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე მისი სამეფო უმაღლესობის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრინცს შეხვდა

მედია და საზოგადოება 14 აგვისტო 2015
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე მისი სამეფო უმაღლესობის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრინცს შეხვდა

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე მისი სამეფო უმაღლესობის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრინცის, აბდულა ბინ მოსაად ბინ აბდულაზის ალ საუდის პირადი მოწვევით არაოფიციალური სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. 

პრინცთან შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საინვესტიციო გარემო და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული პროექტები განიხილეს.

მისმა უმაღლესობა საამიროების პრინცმა ჩვენი ქვეყნისადმი კეთილგანწყობა გამოხატა. მან, ასევე საქართველოში ჩამოსვლისა და საინვესტიციო პროექტების დეტალური გაცნობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრის შემდეგ მხარეები ლონდონის ჩელსის სტადიონზე საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალურ თამაშს დაესწრნენ, სადაც პრინც აბდულას საფეხბურთო გუნდი ალ-ჰილალი ალ-ნასირის ნაკრებს შეხვდა. 

საპარლამენტო უმრვლესობის ლიდერი ლონდონში 2 დღე გაჩერდება, საიდანაც დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში გაემგზავრება ადგილობრივ ბიზნესწრეებთან შესახვედრად.