საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დავით უსუფაშვილი საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 03 Oct 2016
დავით უსუფაშვილი საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სანდორ სზაბოს შეხვდა. 

მხარეებმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს და საქართველოში არსებული მდგომარეობა განიხილეს. უნგრეთის რესპუბლიკის ელჩმა დავით უსუფაშვილს კოლეგის, უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ლასლო კოვერის წერილი გადასცა, სადაც ლასლო კოვერი კიდევ ერთხელ უდასტურებს საქართველოს მხარდაჭერას და მზადყოფნას გამოთქვამს, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უნგრეთის პარლამენტის წევრები დააკვირდნენ.