
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელს, ჯანან ატილგანს შეხვდა, სადაც მხარეებმა დღეს არსებულ თანამშრომლობაზე და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.
კომიტეტი და ფონდი 2009 წლიდან თანამშრომლობენ, მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ცნობადობის ამაღლებაა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმ ღონისძიებაზეც ისაუბრეს, რომელიც 3-5 მაისს არის დაგეგმილი. ეს არის საქართველო - უკრაინა - მოლდოვას საპარლამენტო თანამშრომლობა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დონეზე. აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატის ინიციატორი კონრად ადენაუერის ფონდია.