
28 ოქტომბერს, სტრასბურგში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ევრონესტის ფარგლებში თანამშრომლობასა და აზერბაიჯანთან და ბელორუსთან მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრეს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურება. შეხვედრაზე ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, დემოკრატიის კონსოლიდაციისა და მასმედიისა და სასამართლოს დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.
ევროპარლამენტში შეხვედრები დაგეგმილია ასევე ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებთან. მათ შორის, ლიბერალ-დემოკრატებთან, სოციალ-დემოკრატებთან, მწვანეებთან, სახალხო პარტიის წევრებთან და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან.