
დღეს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დეპუტატმა იმ ძირეულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განხორციელდა. მიღწევებს შორის ქუცნაშვილმა სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, ანტიმონოპოლიური კანონის მიღება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ადმინისტრაციულ კოდექსში განხორციელებული ცვლილებები დაასახელა. დეპუტატმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და ხელისუფლების პრიორიტეტები გააცნო სტუმრებს.
შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. სტუმრებმა დეპუტატს იმ პრობლემების თაობაზე დაუსვეს კითხვები, რომელთა გადაჭრას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ელოდებიან.