
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს დღეს გამართულ შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ.
ზურაბ ტყემალაძემ დეტალურად გააცნო სტუმარს კომიტეტის საქმიანობა და მის სფეროში შემავალი მიმართულებები. მისი განცხადებით, კომიტეტს მრავალრიცხოვან კანონებზე უხდება მუშაობა და ამ პროცესში სასურველია კვალიფიციური ევროპელი ექსპერტების დახმარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საკანონმდებლო ბაზის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში. დაისახა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.