საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტს, დავით საგანელიძეს „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის“ საბიუჯეტო-სარევიზიო კომისიამ 2014 წლის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა წარუდგინა

მედია და საზოგადოება 03 მარტი 2015
PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტს, დავით საგანელიძეს „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის“ საბიუჯეტო-სარევიზიო კომისიამ 2014 წლის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა წარუდგინა

სტამბოლში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს და PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტს, დავით საგანელიძეს, რომელიც ამ ორგანიზაციის საფინანსო საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებსაც ითავსებს, დღეს „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის“ საბიუჯეტო-სარევიზიო კომისიამ 2014 წლის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა, მისი შესრულების წლიური ანგარიში და მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარუდგინა.

კომისიის წევრებმა გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ცნობად მიიღეს, 2016 წლის ასამბლეის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი შეადგინეს და PABSEC-ის გენერალურ ასამბლეაზე დასამტკიცებლად წარადგინეს.

ხვალ PABSEC-ის სათაო ოფისში 12 წევრი ქვეყნის პარლამენტების წევრების მონაწილეობით „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის“ პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. დეპუტატები დავით საგანელიძის ინიციატივით მომზადებულ ასამბლეის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.