
„მისასალმებელია მთავრობის ნაბიჯები ვითარების მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან არ ვიცით რამდენ ხანს გასტანს პანდემია, ჩვენ უნდა გვქონდეს როგორც საშუალო ისე, გრძელვადიანი გეგმა კორონა ვირუსით გამოწვეული კრიზისის სოციალური და ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა, პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მან საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი რეკომენდაციები წარუდგინა, რომლის მიხედვით:
„მარტოხელა პენსიონრებისა და რისკ ჯგუფის ადამიანების დასახმარებლად მთავრობამ უნდა შექმნას სპეციალური სამსახური, სადაც ის ადამიანები დასაქმდებიან, ვინც შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გამო უმუშევრები დარჩნენ“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით,
დეპუტატის განცხადებით, ასევე უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და სუბსიდირება.
„რადგან ჩვენ დღეს ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და სუბსიდირება, რადგან პანდემიის გახანგრძლივების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოება ყველა მიმართულებით. ეს უნდა დაფინანსდეს საგარეო ვალით, თუ სახელმწიფოს ამის რესურსი არ გააჩნია. ეს დადებითად იმოქმედებს ლარის კურსზე“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობას და სრულიად სამედიცინო პერსონალს გაწეული დაუღალავი, თავდაუზოგავი და მაღალპროფესიული მუშაობისთვის.