
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად) საქართველოს კანონის პროექტი, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ" განიხილეს.
საკითხზე მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის წევრებს, ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლების და პარამეტრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დავგეგმეთ 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, რაც იმ პირობებში, როცა მსოფლიო ეკონომიკაში და ჩვენს რეგიონში შეინიშნება კლებადი ტენდენცია, საკმაოდ ამბიციურია, თუმცა, ვფიქრობთ შესაძლებელი იქნება ამ მაჩვენებლის მიღწევა“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი პარამეტრი, რასაც ბიუჯეტი ითვალისწინებს ეს არის საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობა. „საბიუჯეტო დეფიციტი ჩვენ გვაქვს 2,7%-ის ოდენობით, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს შენარჩუნებული დაბალი დეფიციტის მაჩვენებელი და ამ პირობებში ჩვენი აუცილებელი მიზანი იყო, რომ არ შეგვემცირებინა კაპიტალური დანახარჯები, ვინაიდან მათი შემცირება შესაბამისად აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპზეც და შეუძლებელი იქნებოდა მიგვეღწია 5%-იანი ეკონომიკური ზრდისთვის“, - განაცხადა მომხსენებელმა.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სოციალური სისტემის გაუმჯობესების კუთხით, ბიუჯეტში დამატებით, 300 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც შემდეგ მიმართულებებს მოხმარდება:
მომხსენებლის განმარტებით, შემდეგი მიმართულება, რაზედაც მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფა მოხდა ეს არის განათლების სისტემა, საითკენაც ნაერთი ბიუჯეტიდან 1.8 ლრდ. ლარზე მეტი მიიმართება.
მომხსენებლის განმარტებით, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს 2020 წლის 1 ივლისიდან ხელფასები საშუალოდ 125 ლარით გაეზრდებათ. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად შენარჩუნებულია 3.7 მლრდ ლარზე მეტი. გიორგი კაკაურიძის განმარტებით ასევე, შენარჩუნებულია პროგრამები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის საითკენაც 2020 წელს 240 მლნ ლარზე მეტი მიიმართება.
მისი განცხადებით, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 14 040.0 მლნ ლარით განისაზღვრა.
წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
მომხსენებლის განმარტებით, გარემოს დაცვითი პროგრამებისთვის გამოყოფილია დაახლოებით 58 მლნ ლარი. როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში :
„2016 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 31 მილიონი ლარი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის გაზრდილია დაახლოებით 20 მილიონი ლარით თუმცა, ეს საკმარისია მაინც არ არის. არსებობს ძალიან მძიმე საკითხები და გამოწვევები, რომელსაც გაცილებით მეტი დაფინანსება სჭირდება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ.
კომიტეტის წევრებმა გამოთქმული შნიშვნების გათვალისწინებით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.