
შეძრწუნებული ვარ თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. 21 აგვისტოს ტერორისტული თავდასხმა კიდევ ერთი მძიმე დანაშაულია თურქეთისა და მთლიანად კაცობრიობის წინაშე, რომელსაც ათობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. ვუსამძიმძრებ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს.
საქართველო, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, იყო და იქნება ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე. მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით არის შესაძლებელი ჩვენი დროის ამ უმძიმესი სენის დამარცხება.
საქართველო ყოველთვის მხარს დაუჭერს ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანას, რომლისთვისაც ბოლო პერიოდი მეტად მძიმე აღმოჩნდა. ივლისში საქართველოს დელეგაცია იყო პირველი, რომელიც ჩავიდა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ და მხარდაჭერა გამოუხატა ანკარას.