საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის წევრის რამაზ ნიკოლაიშვილის ვიზიტი თურქეთში

02 აპრილი 2019
საქართველოს პარლამენტის წევრის რამაზ ნიკოლაიშვილის ვიზიტი თურქეთში

საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამეტო ასამბლეაში (PABSEC) და PABSEC-ის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ნიკოლაიშვილი, სტამბულში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში დეპუტატი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის და ბალტიის ზღვის ქვეყნების საპარლამენტო კომისიის გაერთიანებულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრა ორგანიზაციებს შორის 2 წლის წინ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შედგა. კონფერენციის მთავარი მიზანი ორგანიზაციების ქვეყნების წინაშე მდგარი საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების გატარების აუცილებლობა იყო.