საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თინათინ ხიდაშელი და დავით ონოფრიშვილი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-10 მსოფლიო ფორუმის მუშაობაში იღებენ მონაწილეობას

მედია და საზოგადოება 23 მაისი 2013

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი ბაქოში მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-10 მსოფლიო ფორუმის მუშაობაში იღებენ მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში გაიმართება დისკუსია ეკონომიკური კრიზისის პირობებში გასატარებელი აუციელებელი ზომებისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ.

კონფერენცია 2 დღის მანძილზე 23-24 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარეობს და მასში მსოფლიოს 79 ქვეყნის 200 დეპუტატი მონაწილეობს.