საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ვლადიმერ ჩაჩიბაია მარშალის ცენტრის უსაფრთხოების სწავლების დირექტორს შეხვდა

მედია და საზოგადოება 13 Apr 2022
ვლადიმერ ჩაჩიბაია მარშალის ცენტრის უსაფრთხოების სწავლების დირექტორს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია ჯორჯ მარშალის ცენტრის უსაფრთხოების სწავლების დირექტორს, ბარე სეგვინს და აშშ-ის საელჩოს თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ  სტეფანი ბეგლის შეხვდა.

 

შეხვედრაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მარშალის ცენტრში სასწავლო კურსებზე დასწრების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა დაადასტურეს, და სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს და ამ კუთხით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აღნიშნეს.