ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ზაქარია ქუცნაშვილი ქუთაისის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა პარლამენტის წევრისგან საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის და ქვეყნის განვითარების მიდგომებთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო მოსაზრება მოისმინეს.
„საინტერესო შეხვედრა გაიმართა ქუთაისელ ახალგაზრდებს შორის, რომლის დროსაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ. ჩვენ ვისაუბრეთ გუშინდელ ინციდენტზე, რომელიც მოხდა ქუთაისში და მივესალმები ახალგაზრდების განწყობას, რომ ყველანი მიიჩნევენ, რომ ძალადობა პოლიტიკური მოწინააღმდეგების მიმართ მიუღებელია. ჩვენ ასევე შევეხეთ ქუთაისის მომავალ როლს ერთიანი სახელმწიფოებრივი ფუნქციონირების საქმეში და ის პრობლემებიც განვიხილეთ, რომლებიც სტუდენტ-ახალგაზრდობას აქვს დღევანდელ ყოფაში“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა შეხვედრის დასასრულს.