საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

მედია და საზოგადოება 28 თებერვალი 2013
ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი, სტამბოლში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს წევრებისა და კომისიების თავმჯდომარეთა სხდომას დაესწრება.

ზაქარია ქუცნაშვილი 2 მარტს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელობას შეხვდება, ხოლო 3-4 მარტს დაესწრება კონფერენციას თემაზე: „მონოთეისტური რელიგიის სოციალური განზომილება“. კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე სხდომა გაიმართება, რომლებიც სხვადასხვა სკითხებს მიეძღვნება: დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება და რელიგიური რწმენა; ეკონომიკური და ეკოლოგიური კრიზისი, სოციალური მონაპოვარი, პოლიტიკური ინსტიტუტები და რელიგიის ღვაწლი; რელიგია საზოგადოებრივ განზომილებაში; სახელმწიფო და რელიგია: თანაარსებობა და კონფრონტაცია.