საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს დემოგრაფიულ პოლიტიკაზე ესაუბრა

მედია და საზოგადოება 02 აპრილი 2026
ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს დემოგრაფიულ პოლიტიკაზე ესაუბრა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წევრებს შეხვდა და ქვეყნის დემოგრაფიულ პოლიტიკასა და დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ესაუბრა.


ზაზა ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების დაძლევის გზებთან დაკავშირებით ხელისუფლების ხედვაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს შობადობის, გარდაცვალების და მიგრაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემები გააცნო. მან ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შობადობის შემცირება დაასახელა.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელიც დღეს ჩვენ სახელმწიფოს ეხება და რომლის უსაფრთხოებაც სწორედ ამაზე გადის - ეს არის დემოგრაფიული პოლიტიკა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა გაკეთდა წლების მანძილზე, დღეს რა მდგომარეობაა, როგორია შობადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში და რა უნდა გავაკეთოთ შობადობის გასაზრდელად. ასევე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. საინტერესოა ამ მიმართულებით ახალგაზრდების აზრის მოსმენა რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.