საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ

პლენარული სხდომები 16 ნოემბერი 2021
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ

პარლამენტის პლენარულმა სხდომამ მხარი დაუჭირა პარლამენტის ორი წევრისთვის - ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა 79 დეპუტატმა.

 

მამუკა ხაზარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა ასევე 79 დეპუტატმა, ხოლო 2-მა პარლამენტის წევრმა ხმა აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცა.

 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართეს მათთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.