
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს თავმჯდომარის ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე დეპუტატი გოგა ხაჩიძე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა ჩაანაცვლა.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მელიქიშვილის კანდიდატურას კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს. კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ჟორჟოლიანის განმარტებით, გოგა ხაჩიძეს კვოტირების წესით უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყდა, რაც მან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.