საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ზვიად კვაჭანტირაძე ტომონორი ჰასეგავას შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 11 ივნისი 2018
ზვიად კვაჭანტირაძე ტომონორი ჰასეგავას შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოში იაპონიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე  ტომონორი ჰასეგავას შეხვდა. 

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორი ქვეყნის ხალხებს შორის კულტურულ ურთიერთობებს და სამომავლოდ ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებს. საუბარი ეკონომიკურ კავშირებსაც შეეხო, როგორც ჰასაგავა ტომონორიმ აღნიშნა, იაპონელი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით და ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარებით.