
„ბოლო წლების განმავლობაში თანამედროვე მსოფლიოში იზრდება დიასპორების როლი საკუთარი ქვეყნების განვითარების საქმეში და ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ქვეყნიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით უცხოეთში წასულ და იქ მცხოვრებ თანამემამულეებთან ძალიან მჭიდრო კავშირი. ამას ვფიქრობდი დღემდეც და კოლეგებს გვქონდა სრული ურთიერთგაგება. ამიტომ გაჩნდა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ის ისტორიული ჩანაწერი, რომელიც კონსტიტუციურად ავალდებულებს ხელისუფლებას შევინარჩუნოთ მჭიდრო კავშირები ჩვენს დიასპორასთან“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ამ მიმართულებით 2019 წელს იგეგმება ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ:
როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია თვისობრივად ახლებური სახე მიეცეს 2019 წლის 27 მაისს დიასპორის დღის აღნიშვნას.
„უნდა შეიცვალოს დიასპორული ფორუმის შინაარსი, რაც გულისხმობს ქართული დიასპორისათვის ურთიერთობის ახალი ფორმატის შეთავაზებას“, - აღნიშნა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, კომიტეტი მიესალმება ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას დიასპორულ პროექტებში და ამ მხრივ მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „მომავლის ბანაკი“, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების გაძლიერება, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება.