2026 წლის 22 ივნისი, 11:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
(C კორპუსი, VI სართული)
დღის წესრიგი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის და IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებებს 2025 წლისათვის (1-5289/26/11, 03.06.2026) განხილვა;
ინიციატორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საპენსიო ფონდი;
მომხსენებელი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე;
სავალდებულო კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;|
2. საქართელოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (298/2-XIმპ, 22.04.2026) III მოსმენით განხილვა;
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინა წაქაძე;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2022 წლის 15 ნოემბრის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმების“ N1 ცვლილების“ (340/6-XIმპ, 05.06.2026) განხილვა;
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე;
სავალდებულო კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნანა მეგრელიშვილი;
4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებითვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ოქმის (341/6-XIმპ, 05.06.2026) განხილვა;
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე;
სავალდებულო კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნანა მეგრელიშვილი;
5. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიშის“ (1-3752/26/11, 27.04.2026) განხილვა;
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებლები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;
6. საორგანიზაციო საკითხები.