საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მიწის კანონმდებლობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 05 დეკემბერი 2022
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მიწის კანონმდებლობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მოქალაქე ზვიად ტომარაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე - „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელა.


საკანონმდებლო წინადადების თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზეზია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების მოწესრიგება და სახნავი მიწების და სხვა ბუნებრივი სავარგულების ერთიან მასივში სასოფლო-სამეურნეო მიწების დანიშნულების უსისტემო ცვლილებების შეზღუდვა.


წინადადების ავტორების განცხადებით, ცვლილების გათვალისწინების შემთხვევაში, მოწესრიგდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უსისტემოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანა და კიდევ უფრო დანაწევრება.


როგორც საკითხზე მომხსენებელმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა სამხარაულმა განაცხადა, მოქმედ კანონში არის სხვა საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებენ. მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ და კარგი იქნება თუკი საკანონმდებლო წინადადების ავტორებიც მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას, რათა კანონმდებლობაში ცვლილებები საბოლოოდ კომპლექსურად განხორციელდეს.


საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ. მისი თქმით, სამინისტროში სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობს და საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიიწვიეს ამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად.


შეთანხმდნენ, რომ პრობლემის გადაჭრა კომპლექსურ მიდგომას და სხვა უწყებების ჩართულობასაც საჭიროებს, შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხებიც იმ კანონპროექტის ფარგლებში განიხილება, რომელზეც სამინისტროში უკვე დაწყებულია მუშაობა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R