საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ჯარიმები იზრდება

მედია და საზოგადოება 09 ივნისი 2022
ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ჯარიმები იზრდება

ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ უნდა განხორციელდეს.


პროექტთან დაკავშირებით, დღეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმსჯელეს.


ცვლილების მიხედვით, ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ არ გაივლის ტექდათვალიერებას, დაეკისრება ჯარიმა - 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს - 300 ლარის ოდენობით.


იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექდათვალიერებას, ჯარიმის ოდენობა იზრდება - ფიზიკური პირი 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარით დაჯარიმდება.


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, კომიტეტი სამუშაო ჯგუფთან და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს ჰაერის დაბინძურებასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის რეგულირებასთან დაკავშირებული პრევენციული მექანიზმების შემუშავებაზე.


„მუშაობა ორ ნაწილად მიმდინარეობს - ერთი მიმართულებაა ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენისა და დარეგულირება. მეორე მიმართულებაა ვიზუალური გამონაბოლქვი. შევთანხმდით, რომ ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე განიხილება, გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლი დამატებით ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ტექნიკური აღჭურვის საკითხებთან არის დაკავშირებული. წინასწარი კონსულტაციების შედეგად, მთავრობამ აქტიურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რათა განისაზღვროს, როგორ, ვინ და როდის იწყებს ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს. რაც შეეხება ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას, შესაბამისი კანონის პროექტი შემუშავდა კომიტეტის ფარგლებში იმ კონსულტაციების შედეგად, რომელზეც წინა შეხვედრებზე ვიმსჯელეთ “, - განცხადა მაია ბითაძემ.


კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება.


სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მსგავსი

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
24 ივნისი 2026

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R