საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ნაცვლიშვილი: უკვე დარეგისტრირებული გვაქვს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ქართულ კონტექსტსა და მშრომელების საჭიროებებზეა მორგებული

23 სექტემბერი 2019
ბექა ნაცვლიშვილი: უკვე დარეგისტრირებული გვაქვს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ქართულ კონტექსტსა და მშრომელების საჭიროებებზეა მორგებული

დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი ბრიფინგზე „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა. მისი მოსაზრებით, ის პოზიცია, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გააჟღერა, ცალსახად გააუარესებს მშრომელების მდგომარეობას.

„თუ გადახედავთ გაფიცვების თემას, მშრომელთა ძირითად მოთხოვნას ხელფასების გაზრდა წარმოადგენს. თუ ჩვენ დავაწესებთ შეზღუდვას მხოლოდ სამუშაო დროზე (რითაც ავტომატურად 2 სამსახურში მუშაობის უფლებას წავართმევთ) და ამავდროულად არ დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს, ამით მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება. წარმოიდგინეთ მაგალითად, ექთანი, რომელსაც აქვს 300 ლარი და იძულებულია სხვა სამსახურშიც იმუშაოს იმისთვის, რომ ოჯახი არჩინოს. თუ მას სხვა კლინიკაში მუშაობის უფლებას წავართმევთ და არ დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს, მაშინ მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება. ამიტომ ჩვენ უკვე დარეგისტრირებული გვაქვს შრომის კოდექსში ამ მიმართულებით შესატანი ცვლილებები, რომელიც ქართულ კონტექსტსა და მშრომელების საჭიროებებზეა მორგებული. ეს გავაკეთეთ საზოგადოებასთან შეხვედრების საფუძველზე. ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები რეგიონებში, რომ ჩვენ მიერ მომზადებული ინიციატივა საზოგადოებას გავაცნოთ და მისი განხილვა დახურულ კარს მიღმა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და ასოციაციებთან ერთად არ მოხდეს. ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ მიერაა დარეგისტრირებული, არის რეალურად ის , რამაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეცვალოს და გააუმჯობესოს მშრომელთა მდგომარეობა საქართველოში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბექა ნაცვლიშვილმა.

მისივე მოსაზრებით, თუ დაწესდება 40-საათიანი სამუშაო კვირა და ზეგანაკვეთური მუშაობა შეიზღუდება, ამავდროულად უნდა დაწესდეს მინიმალური ხელფასი და ზეგანაკვეთური 1, 25-ის ოდენობით კი არ უნდა ანაზღაურდეს, არამედ 1, 5 -ით

„ჩვენ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი გულისხმობს მინიმალურ ხელფასს 500 ლარის ოდენობით სრული განაკვეთით მუშაობის დროს და ერთნახევარი ოდენობით საათობრივ ანაზღაურებას“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R