საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარიამ აშშ-ში ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 24 სექტემბერი 2022
ბექა ოდიშარიამ აშშ-ში ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ბრუკლინის ბოროუს პრეზიდენტის ანტონიო რეინოსოს მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ქართულ-ამერიკული მიმკვიდრეობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაცია „დიანა ბაგრატიონის ფონდის“ ინიციატივითა და ორგანიზებითა და ბრუკლინის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

 

ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღეს საფუძველი ჩაუყარა ბრუკლინის ბოროუს ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა და უკვე მეოთხე წელია ოფიციალურად აღინიშნება.

 

ღონისძიებას ბრუკლინ ბოროუს პრეზიდენტმა ანტონიო რეინოსომ უმასპინძლა.

 

მან ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და სრულიად ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობას არ აქვს ალტერნატივა. ასევე, ხაზი გაუსვა, ქალბატონი დიანა ბაგრატიონისა და მისი საქველმოქმედო ფონდის დამსახურებას ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღის დაარსების საქმეში.


ანტონიო რეინოსომ, ასევე, ისაუბრა ქართული კულტურის გაცნობის და ქართველთა მხრიდან თბილი დამოკიდებულების შედეგად შექმნილ შთაბეჭდილებებზე და აღნიშნა, რომ ეს დღე დასამახსოვრებელი თარიღია ქვეყნის ისტორიისთვის.

 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენმა მეგობარმა და კოლეგამ, ანტონიო რეინოსომ, - ბრუკლინის დღევანდელმა პრეზიდენტმა სიამოვნებით განაგრძო ქართულ - ამერიკული ურთიერთობების გამყარება და განმტკიცება. დღეს ვხედავთ, რომ ამ ისტორიულ შენობაზე, ამერიკაში თბილისის და საქართველოს დღეების ნიშნად ქართული დროშა ფრიალებს. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, იმ თავისებურებებსა და დამახასიათებელ მსგავსებებზე, რაც ბრუკლინსა და თბილისის ძველ ისტორიულ ნაწილს ახასიათებს. ამის შესახებ ჩვენი დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება და ბუნებრივია, შემდეგ უკვე ნიუ-იორკის და თბილისის ხელმძღვანელობასთან ერთად, გადაწყდება თუ რა ფორმალური სახე მიეცემა ამ ორი ისტორიული რაიონის, უბნის - ბოროუსა და ჩვენი ისტორიული თბილისის დაახლოებას და დამეგობრებას“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

 

ღონისძიების ფარგლებში, შესრულდა საქართველოს ჰიმნი, რომლის შემდეგაც საქართველოს ის მოქალაქეები დააჯილდოვეს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარებასა და მეგობრობის განმტკიცებაში.

 

ბრუკლინის ისტორიულ შენობაში, ნიუ-იორკში მოღვაწე ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა ქართული ცეკვა შეასრულე. ასევე შესრულდა ქართული კლასიკური ნაწარმოებები.

 

„აღსანიშნავია, რომ საქართველო-ამერიკის მეგობრობისადმი მიძღვნილი დღეები უკვე ტრადიციად დამკვიდრდა და ის ნიუ-იორკში ყოველ წელს ჩატარდება", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
17 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა
16 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
16 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R