საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი

06 თებერვალი 2020
გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი

პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) მიერ გამოქვეყნებულ, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტს გამოეხმაურა.

ორგანიზაციას ცვლილებების პროექტი საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა მიაწოდა.

მისი განცხადებით, ეუთოს გზავნილში ორი რამ არის უმთავრესი, ერთი, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანამ თავად უნდა მიიღოს და მეორე - ეს გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს არჩევნებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე.

გია ჟორჟოლიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოციალ-დემოკრატები მხარს უჭერდნენ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და ახლაც ამავე პოზიციაზე არიან.

„მიგვაჩნია, რომ უმრავლესობის მიერ საკუთარი წინადადების უარყოფამ ძალიან გაართულა სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. აშკარაა, რომ „ოცნება“ მოიქცა ცუდად, უპასუხისმგებლოდ, მაგრამ ამას არ შეიძლება გადავაყოლოთ არჩევნებისა და ქვეყნის ბედი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს და ეგრეთ წოდებული „დიალოგის“ პროცესში მონაწილე ყველა პარტიას სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება არჩევნების საკითხთან დაკავშირებით და მისცენ საშუალება ასარჩევსაც და ამომრჩეველსაც დროულად ჩამოყალიბდნენ და დაიწყოს ჯანსაღი დისკუსია ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების, ალტერნატიული პოლიტიკისა და ქვეყნის შემდგომი პერსპექტივის თაობაზე,“ - განაცხადა ბრიფინგზე გია ჟორჟოლიანმა.

დეპუტატის განცხადებით, სოციალ-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია განხორციელდეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო წესებში, რათა ნებისმიერი სისტემით ჩატარებული არჩევნები იყოს ინკლუზიური, სამართლიანი და თანასწორი.

ეს ეხება მედიაში საარჩევნო სუბიექტების პროპაგანდას, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს, პარტიების დაფინანსებას და სხვა.

„ჩვენ უკვე შევიტანეთ ერთი კანონპროექტი საარჩევნო სუბიექტებისათვის საეთერო დროის თანასწორი გადანაწილების შესახებ და სხვა კანონპროექტებსაც შევიტანთ უახლოეს დღეებში“, - განაცხადა დეპუტატმა და მოუწოდა პარტიებსა და პარლამენტს დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რაც ქვეყნის მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს გონივრულად და პასუხისგებლობით მიიღონ გადაწყვეტილებები ქვეყნის შემდგომ ბედზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R