საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 28 სექტემბერი 2023
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში მოისმინა და ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილა.

 

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სხდომაზე განაცხადა, 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რამაც შესაძლებელი გახადა გაზრდილიყო ბიუჯეტის შემოსავლები და განხორციელებულიყო ცვლილებები მიმდინარე ბიუჯეტში.

 

„ჩვენ შევძელით, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ბიუჯეტის დეფიციტი 9,3%-დან 3,1%-მდე შეგვემცირებინა. ასევე ვალის მოცულობა 60%-ზე მაღალი ნიშნულიდან 40%-ზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

მისივე თქმით, წარმოდგენილი 6 თვის შესრულების ანალიზით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7,7%-ით გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა. 10 % - ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

 

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც საშემოსავლო, ასევე სხვა გადასახადები გადაჭარბებით არის შესრულებული.

 

„ეს გვაძლევს გეგმების ზრდის შესაძლებლობას. კერძოდ, 6 თვის შესრულების მაღალი ტენდენციების გაანალიზების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილებები დამატებით გამოიყოს საფინანსო რესურსი და გადანაწილდეს იმ პროგრამებზე, რომლებიც წლის ბოლომდე საჭიროებენ დამატებით დაფინანსებას“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

მისი თქმით, დაფინანსება ასევე იზრდება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, კულტურისა და სპორტის მიმართულებით, იზრდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება და სხვა.

 

„დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე 500,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, რაც შესაძლებლობას იძლევა დაფინანსდეს მიმდინარე წელს დამატებით გამოკვეთილი საჭიროებები და ამავდროულად შემცირდეს 2023 წლისთვის დაგეგმილი ვალის აღების მაჩვენებლები. იგივე ნიშნული შენარჩუნდება და არ გაიზრდება დეფიციტის მოცულობა. ვალის მაჩვენებელი 39%-მდე იქნება შემცირებული და შესაბამისად, ქვეყანა 360 მლნ ლარით ნაკლებ ვალს აიღებს“, - აღნიშნა მომხსენებელმა. 

 

კომიტეტმა 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R