საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭკუასელი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა

მედია და საზოგადოება 12 აპრილი 2016
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭკუასელი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა

მიმდინარე წლის 11-16 აპრილს, ისრაელის ქართული წარმოშობის საზოგადოების ერთი ნაწილის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭკუასელი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური შეხვედრები საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეებისა და ისრაელში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მონაწილეობით. გაიმართება კულტურული ღონისძიებები, იმსჯელებენ მომავალი კავშირების განმტკიცების, ქართული სახელმწიფოს პოპულარიზაციისა და განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული ემიგრაციის დედასამშობლოსთან დაახლოებას და ორ ქვეყანას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირების განმტკიცებას.

ჩვენი თანამემამულეების მიერ ისრაელში დაფუძნებული ბიზნეს ჯგუფ „ამსალემ მედიკალი“-ს წარმომადგენლების ინიციატივით შეხვედრები გაიმართება ბიზნეს წრეებთან და იქ მოღვაწე წარმატებულ ქართველ ემიგრანტებთან, უცხოური ინვესტიციების საქართველოში მოზიდვის მიზნით. ასევე იმსჯელებენ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების განხორციელებაზე, ვინაიდან „ამსალემ მედიკალი“-ს ჯგუფი ქართული საზოგადოებისათვის, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტში - ქნესეთში, სადაც ისაუბრებენ, როგორც ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე, ისე დიასპორებთან ურთიერთობებისა და მსოფლიო მიგრაციის აქტუალურ საკითხებზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
04 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R